ია
- Get link
- X
- Other Apps
სიკვდილის ყვავილად თვლიდნენ და ამ მცენარით უდროოდ გარდაცვლილი გოგონების საფლავებს რთავდნენ. მაგრამ, ანტიკურ ეპოქაში, ამ მშვენიერ ყვავილს სხვა დანიშნულებაც ჰქონდა: ის გაზაფხულის მოსვლის და ბუნების გაღვიძების მაუწყებელი იყო.
ძველი ბერძნული მითის თანახმად, ტიტანი ატლასის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, მასზე შეყვარებული აპოლონის დევნისგან თავის დასაცავად, დახმარებისთვის ზევსს მიმართა. მეხის მტყორცნელმა გოგონა იად გადააქცია და თავის ზეციურ ტყეში დამალა. შესაძლებელია, რომ ადამიანებს არასოდეს ენახათ ია, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ, პერსეფონა, ზევსის და ნაყოფიერების ქალღმერთის, დემეტრას ქალიშვილი, ქვესკნელისა და საიქიოს მბრძანებელმა, აიდმა მოიტაცა, სწორედ იმ დროს, როდესაც ის ამ მშვენიერ ყვავილებს კრეფდა. შეშინებულმა გოგონამ იები მიწაზე მოაბნია.
წუხილის ასოციაციის მიუხედავად, ია ანტიკურ ეპოქაში, ბერძნებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილი იყო. ისინი ამ ყვავილით სახლებს, ტაძრებს და ღმერთების ქანდაკებებს რთავდნენ. ამასთან, ეს ყვავილი, ათენის სიმბოლოც იყო და მხატვრები ქალაქს იის გვირგვინიანი ქალის სახით ასახავდნენ.
- Get link
- X
- Other Apps

Comments
Post a Comment